|
2017-12-05 18:29:59, 1504 ნახვა
კომენტარი
ევროკავშირის ექსპერტი: პოროშენკოს ლტოლვამ ძალაუფლებისადმი, გააჩინა ძალები ქვეყანაში, რომელსაც ვეღარ აკონტროლებს
„პოროშენკოს ლტოლვამ ძალაუფლებისადმი, გააჩინა ძალები ქვეყანაში, რომელსაც ვეღარ აკონტროლებს“,-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სტივენ ბლოკმანსი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, უკრაინული სისტემა, რომელშიც ოლიგარქები დომინირებენ, ნაწილობრივ ჩამოშლილია: „პოროშენკომ გზა გაუხსნა სასამართლო სისტემის, პროკურატურის, პოლიციის რეფორმას და სისტემაში აღარ წარმოადგენს ოლიგარქიულ დომინანტს, თუმცა მისმა ლტოლვამ ძალაუფლებისადმი, გააჩინა ძალები ქვეყანაში, რომელსაც ვეღარ აკონტროლებს. მიშა სააკაშვილი ინსტრუმენტი იყო, რომელიც თავად პოროშენკომ დაიქირავა, მაგრამ შემდეგ პასპორტი ჩამოართვა. ამ ყველაფერმა ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა, რომლის ამოვსებაც პოროშენკოს ძალიან გაუჭირდება.ეს ადასტურებს, რომ დემორკატიის პროცესი უკრაინაში შეჩერდა“, - განუცხადა სტივენ ბლოკმანსმა „რუსთავი2“-ს. ამერიკელი ანალიტიკოსის, ჯონ ჰერბსის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როდესაც ის პირველად ჩავიდა უკრაინაში და ოდესის გუბერნატორი გახდა, თუმცა შემდგომში მისი რეიტინგები დაეცა. მისივე თქმით, კარგია, რომ დაკავებული არავინაა: „სიტუაცია რთულია და მჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რა ხდება ადგილზე. კარგია, რომ არავინაა ამწუთას დაკავებული. კარგი იქნება, თუ ვითარება დამშვიდდება. უკრაინას არეულობა აღარ სჭირდება. მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როდესაც ის პირველად ჩავიდა და ოდესის გუბერნატორი გახდა, თუმცა შემდგომში მისი რეიტინგები დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში აღარ უშვებდნენ, საზღვარი გადაკვეთა და აქციებშიც მონაწილეობა დაიწყო. თუმცა, ამან მაინც ვერ შემატა მას პოპულარობა“, - აცხადებს ჯონ ჰერბსი „კურიერთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი განყოფილებაში გადაყვანა ვერ შეძლო. სააკაშვილის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. ცოტა ხნის წინ კი, აქტივისტებმა სააკაშვილი მანქანიდან გადმოიყვანეს. სააკაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და კიევის მაცხოვრებლებს მოუწოდა, ქვეყნის პოროშენკოსგან გასათავისუფლებლად ბრძოლა დღესვე დაიწყონ. მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)