11:38 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:44:05, 3090 ნახვა

მსოფლიო
„დავრჩები უკრაინაში და მოვკდები უკრაინისთვის“ - მხარდამჭერებმა სააკაშვილი გაათავისუფლეს (ვიდეო)

მხარდამჭერებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმის მიკრავტობუსიდან გადმოიყვანეს.

იგი აქციის მონაწილეებს შეუერთდა და სპეცრაზმისგან დახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემო საყვარელო ხალხო, დღეს პოროშენკო პუტინტან ერთად ჩემ დაკავებას ცდილობდა. უნდათ, რომ მოიშორონ კორუფციასთან მთავარი მებრძოლი და პუტინის მთავარი მტერი ჩემი სახით. ვიცი, არ მისცემთ საშუალებას, რომ უკრაინა მოკლან. ჩემს სიცოცხლეს დავდებ, ამ ბრძოლისთვის. მოვუწოდებ ყველა კიეველს გამოვიდნენ გარეთ დღესვე და დავიწყოთ პოროშენკოსგან გათავისუფლების პროცესი. ბევრნი  ვართ და მოვიგებთ. მოგიწოდებთ, ახლავე მაიდანზე გახვიდეთ და დავიწყოთ პოროშენკოს იმპიჩმენტი. მე დავდებ ჩემ თავისუფლებას, დავრჩები უკრაინაში, მოვკვდები უკრიანისთვის", - მიმართა სააკაშვილმა ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. სპეცრაზმმა სააკაშვილი დააკავა, თუმცა მათ ტერიტორიიდან მისი გაყვანის უფლება ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა არ მისცეს. ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 4 საათის განმავლობაში სპეცრაზმის მიკროავტობუსში იმყოფებოდა. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics