|
2017-12-05 15:03:16, 1799 ნახვა
კომენტარი
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის გუნდს გაქცეული ოლიგაქრი სერგეი კურჩენკო აფინანსებს
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა 300 ათასი დოლარი დაჯდა, - ამის შესახებ LB.UA იუწყება. ამასთან, ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის გუნდს გაქცეული ოლიგაქრი სერგეი კურჩენკო აფინანსებს. გენერალური პროკურორის განმარტებით, ოლიგარქმა სააკაშვილს სანდო პირის სევერიონ დანგაძის მეშვეობით 500 ათასი დოლარი გადასცა. გარდა ამისა, ლუცენკომ განმარტა, რომ მიხეილ სააკშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)