20:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:22:54, 1532 ნახვა

კომენტარი
ქანთარია: ძალიან სამარცხვინოა, რომ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი, სახურავებზე დარბის

„თავისთავად არის ძალიან სამარცხვინო, რომ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი, სახურავებზე დარბის“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რუსთავი 2“-თან საუბარში კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. 

„ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ბატონი პოროშენკო იმას იმკის, რაც მან თავის დროზე დათესა და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ალბათ მათი, როდესაც მეგობარი ქვეყნის ძებნილი ადამიანი გუბერნატორად დანიშნა“, - განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატი სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხსაც  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics