|
2017-12-04 15:57:03, 2163 ნახვა
კომენტარი
მეუფე შიო მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულზე - არ მგონია, რომ თავს ეკლესიას აფარებდეს
პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, ის რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ერის ტრაგედიაა. კითხვაზე - ხომ არ შეაფარა თავი ძებნილმა ეკლესიას, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ "ეს ინფორმაცია არ აქვს". „ვერ გეტყვით. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. არა მგონია. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს არის ტრაგედია. საზარელი სისასტიკე და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები“, - განაცხადა მეუფე შიომ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)