|
2017-12-04 15:21:31, 1683 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ
თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოუჩინონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, უფასო სასადილოების დაფინანსების კუთხით, მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებები არ იგეგმება. „გამოყოფილ თანხებს რაც შეეხება, რაც წლევანდელ ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, ის თანხები დარჩება, თუმცა სამომავლოდ, თუ რაიმე ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თანხები ამ მიმართულებით მიიმართება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკა მოქალაქეებსა და მათ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. „შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით რაიმე ხარვეზი არსებობს, მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)