|
2017-12-04 14:16:35, 2200 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: შსს-ს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, პირის დასაკაველად შსს საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს: „რაც შეეხება ძებნილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ახორცრციელებს ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებებს, რომ დადგინდეს მისი ადგილსამყოფელი. ამ დროისთვის, სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავს“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)