|
2017-12-04 12:43:31, 1782 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილია, მაგრამ მის მუშაობას ხელი საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა მაღალ სტანდარტებს შეესაბამება. თუმცა, ჩუგოშვილის შეფასებით, კანონმდებლობამ რომ ეფექტურად იმუშაოს, მას საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს ხელი: „ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილია, მაღალ სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ამ კანონმდებლობამ იმუშაოს არის ის, რომ სხვა პირებმაც,საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს ამ კანონმდებლობას. მე რეპრესიულ კანონმდებლობას არ ვემხრობი ზოგადად, უფრო ვემხრობი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)