|
2017-12-02 11:39:32, 1967 ნახვა
სამართალი
ლუბლიანას ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 1 დეკემბერს, მოქალაქე ბ.ბ-ს, ყოფილი მეუღლის ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 19,3531-ე მუხლის მესამე ნაწილით. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უკვე განქორწინებულ ყოფილ მეუღლეებს ბ.ბ-ს და ნ.კ.-ს შორის სამართლებრივი დავის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, 2017 წლის 30 ნოემბერს საღამოს საათებში ბ.ბ. მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ.-ს დახვდა ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ბ.ბ. ნ.კ.-ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და იარაღით ემუქრებოდა ნ.კ.-ს და ამ უკანასკნელის დასახმარებლად გამოსულ მეზობლებს არ მისცა ნ.კ.-ს დახმარების საშუალება, რის გამოც მეზობელთა მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ბ.ბ-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთათვის დამორჩილება, რის საპასუხოდაც ბ.ბ-მ განახორციელა გასროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით. ბ.ბ-მ სახის მიმართულებით, დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად დაეცა უგონოდ და ბ.ბ.-მ კვლავ გააგრძელა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით გასროლა. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად ბ.ბ. დაიჭრა. ბ.ბ. და ნ.კ გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდგომ ორივე მათგანი გამოწერეს. დაკავებული ბ.ბ. შესახლდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბ.ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)