|
2017-12-01 17:50:25, 2415 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტი“ დააანონსა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ლიდერის პეტრო პორშენკოს „სახალხო იმპიჩმენტი“ დააანონსა. ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "პეტრო პოროშენკომ და მისნაირმა ოლიგარქებმა, ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პოროშენკოს განკარგულებით უკრაინიდან საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა, რომლებიც ჩემთან იყვნენ კავშირში. ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ხელისუფლების მორიგ მსხვერპლად, ქვეყანაში ერთადერთი ანტიკორუფციული ორგანო - ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო გახდა. პოროშენკოს რეჟიმის მიზანია, ყველა ადამიანის დისკრიდიტერება, ვინც მის პოლიტიკას ებრძვის, ვინც პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების უზურპაციის წინააღმდეგ გამოდის. ჩვენი დუმილი ხელისუფლებას აძლევს საშუალებას უკანონობის ჩადენა გააგრძელოს. ხვალ სეიძლება ყველასთან მივიდნენ, ვინც სიმართლეს ხმამაღლად ამბობს. პოროშენკოს უკრაინა მიჰყავს ღარიბი, დიქტატორული ქვეყნის გზაზე, თუმცა ეს ჩვენი გზა არ არის. კვირას, 3 დეკემბერს, კიევში, შევჩენკოს პარკში 12:00 საათზე გელოდებით, ჩვენ ვიწყებთ პრეზიდენტ პეტრო პოროშენოს სახალხო იმპიჩმენტს. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვარსებობთ და უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ჰგონიათ. იმპიჩმენტი რევოლუციის წინააღმდეგ! 3 დეკემბერს შევხდებით", - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით მისი დაკავება იგეგმება. ამის შესახებ, მანამდე ერთ-ერთი უკრაინული სააგენტო Strana წერდა. სააგენტოს ცნობით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან ახალ წლამდე გააძევებენ და გადაწყვეტილება სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ უკვე მიღებულია. პოროშენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს 2015 წელს მინიჭებული მოქალაქეობა, მიმდინარე წლის ივლისში ჩამოართვა. ცნობისთვის, გუშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)