17:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 13:13:11, 2005 ნახვა

კომენტარი
კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია საცობების დარეგულირების გეგმაზე მუშაობს

თბილისის მერის კახა კალაძის ინფომრაციით, მერია შს სამინისტროსთან ერთად რამდენიმე მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარებას აპირებს. 

როგორც კალაძემ განმარტა, ერთ-ერთი ძირითადი საკიტხი დედაქალაქში საცობებს შეეხება.

„დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი საცობების დარეგულირება იყო, რომელიც ქალაქში პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, შსს-ს გარეშე პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ უკვე „თბილსერვისს" და მის ხელმძღვანელს დაავალა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგინოს ნარჩენების გატანის გეგმა, რომ ღამის საათებში მოხდეს გატანა და არ შეიზღუდოს მოძრაობა დღის საათებში. ასევე გვქონდა შს სამინისტროსთან საუბარი, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ დღის განმავლობაში არ მოხდეს დიდი მანქანების შემოსვლა ქალაქში, ასევე სატვირთო მანქანების გადაადგილება. გარდა ამისა, ყვითელი მიკროავტობუსები ყველგან რომ აჩერებენ, ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად დავიწყებთ მუშაობას, გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ შესაძლებლობა მიკროავტობუსები გააჩერონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics