|
2017-12-01 11:10:20, 1889 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი აფხაზეთის საკითხზე რუსეთ-საქართველოს ჯგუფის შექმნაზე: ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ
„ამაზე ტრაგიკულს ნურაფერს ვხედავთ, თუ ვიღაცა ვიღაცასტან დაილაპარაკებს“,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის მოსკოვში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. „როდესაც რაღაც საკითხებია, ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ჩვენ ეკლესიაშიც განვიხილავთ. სახელმწიფო ინტერესებსაც უნდა უთანხმდებოდეს და ეკლესიის ინტერესებსაც. ამაზე ტრაგიკულს ნუ ვხედავთ თუ ვიღაცა ვიღაცასთან დაილაპარაკებს. გაჩნია რა შედეგები მოყვება, რადგან ჩვენც შევხედავთ, ეს ჯგუფი მარტო არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თვითონ გადაწყვიტონ, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს ვერავინ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მოსკოვში მიემზგავრება. სამი მღვდელმთავარი რუსეთის დედაქალაში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. რაც შეეხება პატრიარქს, ილია მეორე მოსკოვში ვერ მიემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)