|
2017-11-30 21:44:24, 1767 ნახვა
კომენტარი
მუსტაფაევა: მუხთარლის გატაცება საქართველოს და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოს ხელისუფლებას აწყობდა. როგორც მუსტაფაევამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მუხთარლის გატაცება აზერბაიჯანის და საქართველოს უსაფრტხოების სააგენტოების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. "აფგან მუხთარლი ნამდვილად გაიტაცეს საქართველოდან. ეს იყო საქართველოს და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი სპეცოპერაცია. ამის გამოა ის დღეს ციხეში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა იცოდნენ აფგანის გატაცების შესახებ. მათ მოამზადეს გატაცების ოპერაცია. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ისინი მონაწილეობდნენ და თანამზრახველები არიან. მათთვის ცნობილი იყო, რომ აფგანს დაწყებული ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახისა და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების ბიზნესზე საქართველოში. ისიც იცოდნენ, რომ ერთ დღეს მათაც შეეხებოდა და ამიტომ, აწყობდათ აფგანის გატაცება და აზერბაიჯანის უშიშროებისთვის მისი გადაცემაც", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)