10:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 21:25:39, 2360 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის ვადა სამი თვით გაუხანგრძლივდა

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაკავების საფრთხე კვლავ რჩება და დასძია, რომ სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი ბინის და სამსახურებრივი შენობის ჩხრეკის შესახებ სახელმწიფო გადატრიელების საქმესთან დაკავშირებით.

„საიმიგრაციო სამსახურის ძალიან ზრდილობიანმა თანამშრომლებმა მომცეს ცნობა, იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის უფლება კიდევ 3 თვით გამიხანგრძლივდა. ამასთან, ჩაითაც გამიმასპინძლდნენ“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაკავების განკარგულება გასცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics