|
2017-11-30 18:08:54, 1597 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: თითოეული მოქალაქე, რომელიც წყნარად უყურებს ქალთა მიმართ ძალადობას, ამ ძალადობის თანამონაწილეა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, დღეს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ და ბენეფიციარები მოინახულეს. პრეზიდენტსა და პირველ ლედის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ის პრობლემები მოისმინეს, რომელიც ცენტრს საქმიანობის პროცესში ექმნება. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნების ფონდს შეუქმნის და სამომავლოდ, ცენტრის საჭიროებებიდან გამომდინარე მის დახმარებას გააგრძელებს. პრეზიდენტი და პირველი ლედი გაესაუბრნენ ბენეფიციარებს და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, ეროვნული ქსელი 2003 წლიდან მუშაობს და საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონულ კომიტეტსა და 6 ქვეკომიტეტს აერთიანებს. ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრის ხელმძღვანელს ნატო შავლაყაძეს საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი მრავალწლიანი წვლილის, სასარგებლო და წარმატებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ქალბატონი ნატასავით თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს. ,,ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ საქართველოში ქალებზე ძალადობა ფაქტია, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ვერანაირი თავის მოტყუება, თითქოს ეს არ ხდება ჩვენს გვერდით, ვერარანაირი განცხადებები ამას არ გადაფარავს. ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და თითოეული მოქალაქე, რომელიც ამას წყნარად უყურებს, რომელიც არ რეაგირებს, რომელსაც თავისი წვლილი, თუნდაც თანაგრძნობის სახით არ შეაქვს, ამ ველურობის დათრგუნვაში, გარკვეულწილად, თანამონაწილეები ვართ იმ ტრაგიკული ისტორიების, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაკეთებდით აქცენტს და მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაძლიერებთ ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სხვათა დაცვას ახორციელებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ცენტრი საკუთარ ბენეფიციარებს, სხვადასხვა ტრენინგების ფარგლებში, ახალი პროფესიის შესწავლაში ეხმარება, რომელიც შემდგომში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება. ცენტრში ამჟამად მიმდინარეობს ,,ქათერინგის" კურსი, რომელსაც ცნობილი მზარეული მანუელი ხელმძღვანელობს და ბენეფიციარებს კულინარიას და მზარეულობას ასწავლის. ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)