23:37 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 17:29:06, 641 ნახვა

რეგიონი
შეხვედრა „აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრის“ წარმომადგენლებთან

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ,,აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარეს მირანდა ჩარკვიანს, დირექტორს ინგა ზარანდიას და კოალიციის ხელმძღვანელს რუსუდან ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრას მუნიციაპლიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძეც ესწრებოდა.

საქმიან შეხვედრაზე ,,აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრის“ წარმომადგენლებმა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაზე ისაუბრეს, რომელიც ემსახურება 0-7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შეფასებას, მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.

მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს. მომსახურების მიწოდება ხდება სახლში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს მომსახურება გაეწიოს საბავშვო ბაღში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.

მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ,,ადრეული განვითარების პროგრამის“ წარმომადგენლებს პროგრამის განხორციელებაში მუნიციპალიტეტის ჩართულობა, მხარდაჭერა და აქტური თანამშრომლბა აღუთქვა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics