23:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 03:53:47, 4015 ნახვა

რეგიონი
11 გარდაცვლილი და 21 დაშავებული - ტრაგედია ბათუმში

ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი დაახლოებით, 21:30 წუთზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით,  21 ადამიანი დაშავდა. 

ხანძრის დროს დაშავებულების შორის არიან 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქე. სხვა დანარჩენი დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ უმრავლესობას აღენიშნება ინტქსიკაციის ნიშნები. 

რაც შეეხება გარდაცვლილებს ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. 11 ცხედარი გადასვენებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics