|
2017-11-24 14:04:48, 1952 ნახვა
სამართალი
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 22 ქალი მოკლეს
სახალხო დამცველის მოადგილის, ეკატერინე სხილაძის განცხადებით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს 9 თვეში, საქართველოში 22 ქალი მოკლეს და შემთხვევათა ძირითადი მოტივი ოჯახური ძალადობა იყო. როგორც სხილაძემ აღნიშნა, ამ პრობლემას ძალოვანი უწყებები ეფექტურად ვერ უმკლავდებიან, რადგან მსხვერპლთა ნაწილმა მკვლელობამდე სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ არაერთხელ აცნობა. "სამწუხაროდ, ფემიციდის შემთხვევების კლება ქვეყანაში არ ფიქსირდება და 2017 წლის 9 თვის განმავლობაში 22 ქალი მოკლეს, აქედან 13 შემთხვევაში იდენტიფიცირებული იყო ოჯახში მომხდარი დანაშაულის ფაქტი. ამავე პერიოდში 11 მკვლელობის მცდელობიდან 8 ჩაიდინეს ოჯახური ძალადობის მოტივით. ეს მეტყველებს პრობლემის აქტუალობაზე და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მოქმედების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას",- განაცხადა ეკატერინე სხილაძემ. ცნობისთვის, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ მიმდინარეობს. ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება. ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მზადყოფნა გამოთქვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)