05:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 20:37:02, 2027 ნახვა

სამართალი
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე  და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

დაკავებულ ს.დ-ს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"2017 წლის 23 ნოემბრს,  დაკავებულ ს.დ-ს,   უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე  და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics