04:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 10:56:09, 1911 ნახვა

სამართალი
სპეცოპერაციის ადგილზე, აფეთქებების შედეგად ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლისა და აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებს მოედო, სადაც ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ.

ადგილზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადგილზე სროლის და აფეთქებების ხმა ამ დროისთვის აღარ ისმის. ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაახლოებით 16 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. პირები, რომელთა დაკავებასაც სპეცრაზმი ცდილობს, სავარაუდოდ, ტერორიზმთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics