|
2018-04-13 18:11:42, 2127 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ სკოლების უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თბილისში ორგანიზებულ კონფერენციას - „უსაფრთხო სკოლას“ დაესწრო. პროექტის მიზანია მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. სკოლებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადდა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება. კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქციებს იძენს, რაც აამაღლებს მისი საქმიანობის ეფექტიანობას და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იქნება ორიენტირებული. საკანონმდებლო ცვლილებებით, მანდატურის კანდიდატის მიმართ ახალი მოთხოვნები განისაზღვრა. სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, აუცილებელი გახდება, მანდატურს ჰქონდეს სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ასაკობრივად, მანდატური შეიძლება გახდეს არანაკლებ 21 წლის კანდიდატი. მანდატურის მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, ფიზიკურ მომზადებასაც უნდა ითვალისწინებდეს. სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის განცალკევების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი - მშობლისა და პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება. განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში. იცვლება მანდატურთა დანიშვნის წესიც, მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად დანიშნავს და გაათავისუფლებს სსიპ - მანდატურის სამსახურის უფროსი. საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მომზადდება უწყებათა შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. სავალდებულო ხდება სკოლის შენობაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. სკოლაში მანდატურის არსებობის შემთხვევაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ადმინისტრირებას მოახდენს მანდატური. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული განრიგით, საჯარო სკოლებში ვიდეოკამერების განთავსება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)