|
2017-11-17 16:45:32, 2781 ნახვა
მსოფლიო
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ტყვედ აყვანის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა
ზიმბაბვეს პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე საჯაროდ პირველად გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც სამხედრო ჯგუფმა ის მძევლად აიყვანა, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იგი დედაქალაქში უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას დაესწრო. მედიის ცნობით, ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა, რომელიც 37 წელია პოსტს იკავებს, ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. იგი მუგაბეს მემკვიდრედ მიიჩნეოდა. მას ბრალად გადატრიალების მცდელობა ედება. შეგახსენებთ, რომ ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე 14 ოემბერს მძევლად აიყვანეს. ამასთან, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)