11:53 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 13:46:07, 2027 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ნუგზარ ჭონქაძე წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, არის ჩოხოსანი, კარგი თამადა

თბილისის მერი კახი კალაძე, მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.

კალაძე ამბობს, რომ ჭონქაძეს უსაფრთხოების სფეროში წლების გამოცდილება აქვს:

„ნუგზარ ჭონქაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო, ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია უსაფრთხოების სამსახური, დარწმუნებული ვარ, რომ ის გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წლების განმავლობაში მუშაობდა საფინანსო პოლიციაში, წლების განმავლობაში იყო პროგრესბანკის უსაფრთხოების ხელმძღვანელი, სხვა რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა“,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ნუგზარ ჭონქაძის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნა თბილისის საკრებულოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააპროტესტა. მათი თქმით, ნუგზარ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics