23:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 14:51:54, 649 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ციტრუსის სეზონის დაწყებასთან ერთად აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთანერთად ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა და ციტრუსის წლევანდელი სეზონის მოლოდინის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსისშტაბი საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით შექმნა, რაც ხელს უწყობს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის კოორდინირებულ რეალიზაციას.

კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. შესაბამისად სამეწარმოგადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20  ლარი იქნება.

მიმდინარე  წელს  საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათას  ტონა იქნება, საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს  40–მდე  ციტრუსის მიმღებ დამხარისხებელისაწარმო  რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონაზე მეტს.  საწარმოებში ხდება  მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა,პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40000 ტონა საექსპორტო  ყუთის მომზადება.  რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდე  ციტრუსის შენახვა.  ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობს და  კონცენტრატის სახით ამუშავებს 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს. 

მიმდინარე წელს  არსტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს ,,TCF GEORGIA'' და  შპს ,,Georgian industrial Asset Management Group''.  TCF GEORGIA'' გეგმავს 4 000 ათას ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაც  დაამზადებს  კონცენტრირებულ წვენს. რომელიც მოხმარდება ადგილობრივ ბაზრებს,  ასევე ექსპორტირებული იქნება  რუსეთის, უკრაინის დაყაზახეთის ქვეყნებში.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics