|
2015-05-06 11:16:22, 388 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ნავსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ
ფოთის ნავსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი მე-13 ხელფასის შენარჩუნებასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. ტერმინალის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პორტის ხელმძღვანელობისთვის მიცემული დრო ამოიწურა. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციაში კი აღნიშნავენ, რომ მათ თანამშრომლების გაფიცვის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა სამსახური უნებართვოთ მიატოვეს. "საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომპანიამ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს წინასწარ. ვინაიდან ნავსადგურის ხელმძღვანელობას არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია პროფკავშირებისგან გაფიცვის დროის, ადგილისა და ხასიათის შესახებ, კომპანია აღიქვამს, რომ საქმე გვაქვს სამსახურის უნებართვოდ და გაუფრთხილებლად მიტოვებასთან",-განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის უფროსმა მარიკა ნადარაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)