03:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 14:38:55, 2629 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური  იყო.

საბჭოს მოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს დაუპირისპირდნენ.  აღნიშნულის მიზეზი  ისაა, რომ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების  ოქმზე  ნინო გვენეტაძის  ხელმოწერა  ამ დრომდე არ არის.

 „თქვენ შეიძლება ძალიან დაბალი წარმოდგენა გქონდეთ ჩვენზე, ძალიან დაბალი კატეგორიის ადამიანები, იურისტები და ა.შ. მაგრამ არ ვართ ჩვენ სულელები და ასე ჩვენ თავს არ ვთვლით, რას ნიშნავდა ეს? გვატყუებდით თუ რა იყო? ქალბატონო ნინო, ძალიან გთხოვთ, გაგვეცით პასუხი, ასე ერთპიროვნულად რატომ იღებთ გადაწყვეტილებებს? „,-მიმართა ნინო გვენეტაძეს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა.

ამასთან, საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს შორის ჯანსაღი დისკუსია არ მიმდინარეობს:

„ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი, სირცხვილია“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics