07:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 12:31:09, 2258 ნახვა

მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ერაყიდან სირიაში ტაქსით გაემგზავრა

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ერაყის ტერიტორია ყვითელი ტაქსით დატოვა, - ამის შესახებ Ad Dustour იუწყება.

როგორც მედია საშუალება სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ალ-ბაღდადი სირიაში გაემგზავრა.

მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ სირიის ქალაქ დეირ ალ-ზორში იმყოფება, რომელიც რამდენიმე დღის წინ სირიის არმიამ ტერორისტებისგან გაათავისუფლა.

სააგენტო წერს, რომ ალ-ბაღდადიმ ტერიტორიის დატოვება საკუთარი უსაფრთხოების გამო გადაწყვიტა და ყვითელი ტაქსი იმის გამო შეარჩია, რომ არავის შეემჩნია.

ცნობისთვის, 16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი დაიღუპა. 1 სექტემბერს კი აშშ-ის კოალიციამ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი სავარაუდოდ ცოცხალია.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. 46-წუთიან ჩანაწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეის საფრთხეებზე საუბრობს. ამასთან, ალ-ბაღდადი მიმდევრებს მოუწოდებს დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics