|
2017-11-04 11:58:49, 2048 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: საქართველოს პორტები მოკავშირეებისთვის ღიაა
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, საფლაგმანო ხომალდზე - „REGELE FERDINAND” ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ნატო-ს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. როგორც შს მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. „ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს ასეთ მხარდაჭერას. ის ფაქტი, რომ დღეს აქ ალიანსის საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან და ჩვენ ნატო-ს შენაერთის ბათუმის პორტში უკვე მესამედ შემოსვლას აღვნიშნავთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის საზღვაო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება. როგორც მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ მსგავსი ვიზიტების ორგანიზება და ერთობლივი ღონისძიებების ინტენსივობის გაზრდა ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაზეც მეტყველებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვაზე და მასთან დამაკავშირებელ საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამოვხატავთ სრულ მზაობას, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ნატო-ს საზღვაო ოპერაციაში ჩვენი ჩართულობის მასშტაბები და ამით კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი წვლილი ზღვაზე ტერორიზმისა და უკანონო ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. საქართველოს პორტები ღიაა მოკავშირეებისთვის. თქვენი სტუმრობა გვახარებს და გვაძლევს იმედს, რომ ერთად შევძლებთ, ეფექტიანად გავუმკლავდეთ ჩვენს საერთო გამოწვევებს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, უკვე მესამედ იმყოფება.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)