13:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 18:38:53, 2020 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია

„არ დავიღლები  და კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, რომ ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსთან ურთიერთკავშირს. ეს ნიშნავს უცხოური ვალუტაზე ლარის დამოკიდებულების შემცირებას, რომელსაც ჩვენ წარმატებით ვართმევთ თავს მოკლევადიან პერიოდში თავს", - ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოპოზიციის შეკითხვებს ლარიზაციის რეფორმის თაობაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია.

„მაგალითად, ჩილესა და სხვა ქვეყნებში ამას არაერთი წელი დასჭირდა. ჩვენ დღეს გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები მოკლევადიან პერიოდში. მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირებისშემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა  54%. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი პორტფელის  70 პროცენტი არის გალარებული", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმადე უნდა შეამციროს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე, უნდა გაზარდოს მათი დანაზოგები და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics