07:12 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 13:39:01, 2657 ნახვა

მსოფლიო
სირიის ჯარმა ISIS-ის მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი გაათავისუფლა (ვიდეო)

სირიის ჯარმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი აიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქი დეირ ალ-ზორი, ისლამისტებმა 2014 წელს დაიკავეს. 

მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციაში ქალაქის გასათავისუფლებად სირიის ჯართან ერთად, რუსი ჯარისკაცებიც იბრძოდნენ. მათ ასევე ლიბანის მოძრაობის "ჰეზბოლას" წევრები ეხმარებოდნენ.

როგორც BBC წერს, ქალაქი დეირ ალ-ზორი სირიაში ტერორისტების ბოლო დასაყრდენი იყო. ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში სირიის სახელისუფლებო არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ.  მიმდინარეობს საბოლოო "გაწმენდითი" მოქმედებები.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, "ისლამურმა სახელმწიფომ" ბოლო საყრდენი ადგილი ერაყის ქალაქ მოსულშიც დაკარგა. ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის გათავისუფლება მიმდინარე წლის 29 ივნისს შეძლეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics