|
2017-11-02 17:38:28, 2006 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთ პირს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრლადებულს, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. "საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ირმა ყ.-მ, ბექა შ.-მ და ნინა ჩ.-მ, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად მოკლეს ირმა ყ.-ს დედა ლუბა ყ. და დანაშაულის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის სხეული დაანაწევრეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია ჰქონდა საქმეზე ბრალდებულ ლუკა ჩ.-ს. რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სასამართლო, საქმის მასალებში მოხსენიებულ არასრულწლოვან პირთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომაზე გაეცნო მოწმეთა ჩვენებებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტი. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თავადაც აძლევდა რჩევებს ზემოხსენებული მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულ პირებს ირმა ყ.-ს, ბექა შ.-ს და ნინა ჩ.-ს, დანაშაულის დაფარვისა და გვამის განადგურების საკითხზე. სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ამდენად წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ დაემატა ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)