|
2017-10-31 16:24:44, 1938 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტი 44 მილიონ 800 ათასი ლარით გაიზრდება
აჭარის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2017 წლის რეგიონის ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელზე 44 მილიონ 800 ათასი ლარით მეტია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო სამი საკითხი: 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტის დოკუმენტი. მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და დამსწრე მედიის წარმომადგენლებს ქვეყანაში სულ ახლახანს დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები მიულოცა და ობიექტური გაშუქებისთვის მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც 2018 წლის ბიუჯეტშია ასახული, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და საგზაო ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაზრდილ ბიუჯეტზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მეგაპროექტებზე, რომლებიც აჭარაში ხორციელდება. მისი თქმით, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, დასრულების ეტაპზეა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა, გამოცხადებულია ტენდერი სტადიონის მშენებლობაზე, სულ მალე დაიწყება ბათუმის ესტაკადას მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განმუხტავს ქალაქის შემოსასვლელში გადატვირთულ საგზაო მოძრაობას. მთავრობის სხდომაზე 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულება მიმოიხილა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტის შესრულების ნაწილი ყველა მიმართულებით დადებითი მაჩვენებლებით გამოირჩევა. რამაზ ბოლქვაძემ სხდომაზე წარადგინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, რომელიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ განსახილველად და დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება.
(NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)