|
2017-10-30 16:28:19, 1556 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ჯავახაძე: ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდნტის, მაიკლ ქაუგილის საავტორო პუბლიკაციას გამოეხმაურა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პუბლიკაცია ამერიკულ გამოცემა Thi Hill-ში გამოქვეყნდა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესგარემოს შეფასება ხდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი მხარის მიერ და ეს განსაკუთრებით მისასალმებელია. „გამოქვეყნებულ სტატიაში მაიკლ ქაუგილი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს. განსაკუთრებით მისასალმებელია, როდესაც ესეთი შეფასება ხორციელდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი მხარის მიერ. ნამდვილად დადებითია ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ამას ადასტურებს დღეს გამოქვეყნებული მონაცემებიც, რომლის მიხედვით, 2017 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7%-ია, ხოლო მხოლოდ სექტემბრის მაჩვენებლებით გვაქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. მისივე შეფასებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, ამერიკასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში, თანმიმდევრულად მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ამერიკულ გამოცემა Thi Hill-ში გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში (http://thehill.com/opinion/finance/357609-the-new-silk-road-the-us-needs-a-free-trade-deal-with-georgia) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითოდ წარმატებული სახელმწიფოა, სადაც აშშ-ის ინტერესები დიდი და მზარდია. ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს მოიხსენიებს, როგორც რეგიონში წარმატების მაგალითს, ამ წარმატების საფუძვლად და მამოძრავებელ ძალად კი გონივრულ პოლიტიკას, ექსპორტს, ტურიზმს, ინვესტიციებსა და თავდაუზოგავ მონდომებას ასახელებს. რაც მისივე თქმით, მიზნად ისახავს ქვეყნის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას. მაიკლ ქაუგილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის მოდიფიცირება და რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები ბიზნესსექტორის უდიდეს ნაწილზე დადებითად აისახება, ემსახურება ეფექტურობაზე ორიენტირებულ მმართველობითი სისტემის გამართვას, აჩქარებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ტემპს და ინვესტირების მთავარ სამიზნედ განათლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათვისებას აქცევს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა, რაც გაამყარებდა საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროკავშირში მიმავალ ახალ, დინამიურ გზას გაუხსნიდა. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)