|
2017-10-30 15:28:27, 1636 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ადამიანის პირადი ცხოვრების წესი სამართალდამცავ ორგანოებს არასათანადო მოპყრობის უფლებას არ აძლევს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტს ეხმიანება. როგორც ომბუდსმენს განცხადებაშია აღნიშნული, ის ფაქტი, რომ პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არცერთი არ ასახავს, არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და მათ შორის, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს 2017 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოქალაქე პ.პ. დაკავებისას გარდაცვალების გამო და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. საქართველოს პროკურატურის 29 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის კამერებსა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერაში ინციდენტის შესახებ ჩანაწერები არ აღმოჩნდა ვინაიდან, ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტში დროებით გამორთული იყო, მეორე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა დასამუხტად ინახებოდა ავტომანქანაში, ხოლო ავტომანქანაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა არ ფარავს პ.პ.-ს დაკავების ტერიტორიას. სახალხო დამცველის აზრით, ის ფაქტი, რომ პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არცერთი არ ასახავს, არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და მათ შორის, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის მიერ ფიზიკურ პირთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით გაკეთდეს სრული ვიდეოჩანაწერები. მსგავსი ჩანაწერების არსებობა დაეხმარება გამოძიებას და გააქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს პოლიციის მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც პოლიციისადმი საზოგადოების ნდობაზეც მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ რეკომენდაციას სახალხო დამცველი წლების განმავლობაში გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ არ არის სრულფასოვნად შესრულებული. აქვე სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასა და მის მიერ ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტს, რაც ცალსახად წარმოჩინდება როგორც საზოგადოების თვალში პირის დისკრედიტაციის მცდელობა სამინისტროს მიერ. ადამიანის პირადი ცხოვრების წესი არ აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების უფლებამოსილებას და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ეს გარემოებები არ შეიძლება გახდეს პოლიციელების მიმართ შემწყნარებლური მოპყრობის საფუძველი“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)