|
2017-10-30 11:30:09, 1922 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს. შესაბამისი განცხადება მინისტრმა, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოძიებამ კონკრეტული შედეგი დადოს. „უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული პოლიცია დღეს არის მაქსიმალურად ორიენტირებული, კანონის ფარგლებში ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადადგას. ქართული პოლიცია მოქმედებს ადამიანის უფლებების პრიორიტეტის დაცვით. რაც შეეხება გამოძიებას, ამ მიმართულებით ზუსტად ვიცი, რომ გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს იყოს გამოძიება, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ჯანელიძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცავალა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)