02:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-29 10:29:59, 2187 ნახვა

სამართალი
თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო საკონტროლო გამშვები პუნქტი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის იანვრიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1983 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება ნარკოტიკების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით შენახვას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

(NS)  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics