|
2017-10-28 15:41:45, 2761 ნახვა
მსოფლიო
ბარსელონაში „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 3 ადამიანი დაშავდა
ბარსელონაში „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 3 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბარსელონაში რამდენიმე მიტინგი ერთმანეთის პარალელურად ტარდება. მოსახლეობის ნაწილი "დამოუკიდებლობის" გამოცხადებას ზეიმობს, ხოლო ნაწილი მის წინააღმდეგ გამოდის. მედიის ცნობით, "დამოუკიდებლობის" მოწინააღმდეგე მოსახლეობამ, აქციის დროს იმ შენობის კარი და მინები დააზიანა, სადაც რადიოსადგური Catalunya Ràdio-ა განლაგებული. მომიტინგეების თქმით, აღნიშნული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით კატალონიის პოლიციას არავინ დაუკავებია. ბარსელონას მერი ადა კოლაუ Twiiter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ "მსგავს" ქმედებებს გმობს". "ფაშიზმი დაუშვებელია როგორც ბარსელონაში და ასევე სხვა რომელიმე ადგილას", - წერს ბარსელონას მერი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)