|
2017-10-27 18:47:54, 2946 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, -ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 72 კატალონიელმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. ამასთან, პარლამენტის ორმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ 135 დეპუტატმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. მედიის ცნობით, კენჭისყრა პარლამენტში კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ჩაინიშნა. პუჩდემონმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "კატალონია ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, რესპუბლიკის ფორმატში". სულ რეზოლუციაში 17 პუნქტია. აღნიშნული რეზოლუციის დამტკიცებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი უკვე გამოეხმაურა. როგორც პრემიერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, "ლეგიტიმური სახელმწიფო (ესპანეთი) კატალონიაში კანონიერებას აღადგენს". გარდა ამისა, ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რომელიც ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)