22:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 17:52:41, 1165 ნახვა

სამხედრო
ლელა ჩიქოვანმა DIB-ის გერმანელი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გერმანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ანდრეას გლოდე თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში მნიშვნელოვანი და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, ანდრეას გლოდე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მრჩევლად ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას მრჩევლის პოზიციაზე ასევე გერმანელი, კონრად ვუდტკე შეცვლის, რომელიც დღეს დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

 ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი, ჯგუფის სხვა წარმომადგენლები, საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე და სპეციალური ოპერაციების ძალების მრჩეველი პოლონეთიდან. ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში მუშაობას რამდენიმე კვირის წინ შეუდგა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics