|
2017-10-26 13:00:54, 2199 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შსს გუშინ მომხდარ ტერაქტში, რამზან კადიროვის და რუსეთის კვალს ხედავს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ გუშინ კიევში მომხდარ აფეთქებაში, "რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია", - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს. "ერთ-ერთი ვერსიით, რუსი სპეცსამსახურების კვალი იკვეთება აღნიშნულ საქმეებში, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ" , - განაცხადა გერაშენკომ. კიდევ ერთი მრჩევლის ივან ვარჩენკოს თქმით, ტერაქტში შესაძლოა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზად კადიროვიც იყოს გარეული. "ამის ეჭვს ბადებს მისი 2014 წელს გაკეთებული განცხადება", - განაცხადა ვარჩენკომ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, კიევში ერთ-ერთი ტელეკომპანიის შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან რადას დეპუტატი და პოლიტოლოგი. თავდასხმის მიზანი, როგორც ირკვევა, სწორედ დეპუტატი იყო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)