|
2017-10-24 12:52:36, 1888 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა
ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიული კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებობს ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში და სხვა. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური თანამშრომლობას ქვეყნებს შორის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყახაზეთის პრემიერ-მინისტრს გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის განვითარებაზეც საქართველო და ყაზახეთი დიდად არიან დაინტერესებული. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაკიტჟან საგინტაევს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველოს შეეძლება გაატაროს ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სატრანზიტო დერეფანი, რომლის ნაწილიც საქართველოა, შეძლებს უმოკლეს ვადაში გაატაროს ტვირთი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.
(NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)