|
2017-10-24 10:38:18, 1954 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის თავმჯდომარეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, უმსხვილესი იაპონური ფონდის - „ნიპონის“ თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სამინისტროს ცნობით, გიორგი მღებრიშვილმა იოჰეი სასაკავას ტოკიოში გამართულ სანაპირო დაცვის გლობალურ სამიტში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენელების მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, შევხვედროდით 30-ზე მეტი ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს და გვემსჯელა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მოგეხსენებათ, სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უწყებაა. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა დამატებითი რესურსები იქნას მოზიდული,“ - აღნიშნა შს მინისტრმა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა იოჰეი სასაკავას შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შს მინისტრმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. აღნიშნული ცენტრი საზღვაო უშიშროების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტში ჩაბმულ 11 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აერთიანებს. „ჩვენი მიზანია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი წარმოადგენდეს ინფორმაციის აკუმულაციის, ანალიზისა და ურთიერთგაზიარების არა მხოლოდ ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო ჰაბსაც. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საერთო გამოწვევებს ერთიანი ძალებით უნდა ვებრძოლოთ. შესაბამისად, მზად ვართ ჩვენს პარტნიორებს საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. საქართველოს შს მინისტრმა სანაპირო დაცვის ინსტიტუციური განვითარების კუთხით ფონდ „ნიპონთან“ თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. (NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)