|
2017-10-21 16:45:51, 1957 ნახვა
კომენტარი
ანა მიქელაძე: მარნეულში საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმი მობილიზებული არ არის
ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ადასტურებს მარნეულში საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმის მობილიზებას. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა უბნის გარეთ: „მარნეულში საარჩევნო უბნებზე არ არის სპეცრაზმი მობილიზებული, რაც შეეხება საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ ვფლობთ ინფორმაციას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე. ამასთან, ანა მიქელაძემ ისაუბრა ხობის საარჩევნო ოლქში არსებულ პროცედურულ ხარვეზზე: „ხობის საარჩევნო ოლქში # 31-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში, რომელიც აკინძულია 50 ცალად, აღმოჩნდა 1 ცალი სხვა ოლქის ბიულეტენი, კონკრეტულად ზუგდიდის # 31 საარჩევნო ოლქის 1 ბიულეტენი. სავარაუდოდ, სტამბის მიერ დაშვებული შეცდომაა. კომისიამ შეადგინა ოქმი. აღნიშნული ბიულეტენი არ ყოფილა გამოყენებული საარჩევნო ოლქის მიერ“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)