|
2017-10-20 12:49:21, 1649 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ზაზა ხუციშვილმა გარკვეულწილად უპასუხა იმ სულელურ გამოხტომას, რაც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იყო
„ზაზა ხუციშვილმა გარკვეულწილად უპასუხა იმ სულელურ გამოხტომას, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, გვარი არ მინდა დავასახელო", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ თავდასხმას. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ყველა საკითხი იქნება გამოძიებული. "ზაზა ხუციშვილმა გარკვეულწილად უპასუხა იმ სულელურ გამოხტომას, რაც მოახდინა "ნაციონალური მოძრაობის“ მხარემ, გვარი არ მინდა დავასახელო. რაღაც ყოვლად გაუგონარ თემას სთავაზობს საზოგადოებას. თქვა, რომ რაღაც შიდა დაპირისპირებები იყო. ასე მგონია, რომ ყველა პოლიტიკოსმა და თითოეულმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს გამოძიების მიმდინარეობის გარკვეული პოლიტიკური თემებით დატვირთვისგან. ყველა საკითხი იქნება გამოძიებული, როგორც შს მინისტრმა განაცხადა და ეს იქნება კომპეტენტური პასუხი. იქამდე სანამ ეს პასუხი არ იქნება თავი უნდა შევიკავოთ ყველაფრისგან. უცხოელები ერიდებიან ამ თემის ასეთ წარმოჩენას და ჩვენ შიგნით, ამ ქვეყნის პატრიოტებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ასეთი ფაქტი არჩევნების წინ თუ არჩევნების შემდგომ, ჩრდილს აყენებს საზოგადოებას. სამწუხაროდ კრიმინალური მოვლენები ქვეყანაში ხდება და არა მარტო საქართველოში", - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს ხედავს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)