06:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 22:38:01, 1971 ნახვა

კომენტარი
უგულავა: პრეზიდენტს ხელის მოწერით, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ უნდა აეღო - შემთხვევით მოხვედრილია ამ თანამდებობაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერით, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ უნდა აეღო, - ამის შესახებ გიგი უგულავამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

პოლიტიკოსის შეფასებით, პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.

"გიორგი მარგველაშვილი შემთხვევით მოხვედრილია ამ თანამდებობაზე. ყოველი მისი ნაბიჯი სამწუხაროდ ამას კიდევ ერთხელ და დამატებით ამოწმებს. ის აბსოლუტურად არათანმიმდევრულია თავის ქმედებებში. მის მიერ ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, წმინდა ფორმალური ხასიათისაა.  თუ დოკუმენტი არ ვარგა, ის ერთპარტიულია, თუ დოკუმენტში მრავალი ნაღმი დევს, მაშინ მასზე ხელმოწერით მას არ უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ბატონი კობახიძე, რომელიც ერთი წელია პოლიტიკაში მოვიდა და უკვე დიდი, სქელი ვარდისფერი სათვალეები უკეთია და ასე უყურებს ცხოვრებას, მოაწერდა ხელს. პრეზიდენტი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, უგერგილოა, უხერხემლოა, უმარილოა - შემიძლია ეს ეფიტეტები გავაგრძელო. რატომ თამაშობს ეს ხალხი ამ გაუგებარ პიმპონგს?! მაშინ დაეწერა ვეტოში ის მუხლები რასაც უმრავლესობა სთავაზობდა", - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics