|
2015-05-01 18:08:16, 396 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ზუსტად ისე ვარ მინისტრი, როგორც ბერუჩაშვილი ან გომელაური
ზუსტად ისე ვარ მინისტრი, როგორც მაგალითად თამარ ბერუჩაშვილი ან ვახო გომელაური,– ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, კონსტიტუცია კანდიდატს, წარდგინებას არ ითვალისწინებს და მას უკვე მინისტრის უფლებამოსილება აქვს. „სამი ამბავი მინდა დავწერო თბილისისკენ მომავალმა: ამ სივრცეში ზუსტად ისევე დავრჩები როგორც ვიყავი შესაძლოა ცოტა დროში დავაგვიანო ხოლმე და მაპატიეთ; დღეს ვთქვი უკვე მინისტრი ვარ-თქო და გავიგე რომ აჟიოტაჟი გამოუწვევია. შესაძლოა უხერხულად მოგეჩვენოთ მაგრამ ასეა კონსტიტუციით ჩემო ძვირფასებო. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კანდიდატს, წარდგინებას და ასეთებს. უკვე მინისტრები ვართ (ვოცნებობდით ამაზე თუ არა და პარლამენტი ნდობას გამოგვიცხადებს თუ არა ეს უკვე სხვა საქმეა; მთავრობის ყველა წევრი მთავრობის წევრია, დღეს დანიშნულების ჩათვლით და ყველა ერთად მოდის პარლამენტში ნდობაზე. სულ ეს არის. P.S კითხვაა ქვევით მინისტრი როგორ ხარ თუ არ დაგამტკიცებენო და მადლობა კარვი კითხვაა. ზუსტად ისე როგორც მაგალითად თამარ ბერუჩაშვილი ან ვახო გომელაური“, – წერს ხიდაშელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)