|
2017-10-18 12:55:34, 2838 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯ სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას“ საკუთარი კაპიტალის 80% გადასცა
ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა ჯორ სოროსმა საკუთარი კაპიტალის 80%, რაც 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, ფონდს "ღია საზოგადოება"-ს გადასცა, - ამის შესახებ The New York Times იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს ყველაზე დიდი შემოწირულებაა, რაც კი სოროსს ერთი კერძო ფონდისთვის მიუცია. მედიის ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი სოროსმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განახორციელა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. ამით, ფონდმა ამერიკის მასშტაბით, ბილ გეითსის ფონდის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ცნობისთვის, ფონდი "ღია საზოგადოება", რომელიც ჯორჯ სოროსმა 30 წლის წინ დააარსა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით 120 ქვეყანაში მუშაობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ფონდი ძალიან დიდ ყურადრებას აქცევს ამერიკიაში გეებისა და ლესბოსელების უფლებების დაცვას. აშშ-ში სოროსი არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი რესპუბლიკური პარტიის, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს და დემოკრატიულ პარტიას შემოწირულობების სახით ეხმარებოდა. როგორც გამოცემა წერს, სექტემბრის დასაწყისში 80 ათასზე მეტმა ამერიკელმა სოროსის ტერორისტად გამოცხადებაც კი მოითხოვა. ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანიები ამერიკის გარდა,მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. ასე მაგალითად, 13 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლს ამკაცრებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება იმ ორგანიზაციებს, რომელთაც მხარს უჭერს ჯორჯ სოროსი. ცნობისთვის, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოშიც" მუშაობს. გარდა ამისა, სოროსის წინააღმდეგ "ქართველთა მარშის" წევრებიც გამოდიან და სოროსის მიერ დაფინანსებული ფონდების დახურვას ითხოვენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)