|
2017-10-13 12:51:23, 2075 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: ტელეკომპანია CNN უნიჭო სპეკტაკლებს დგამს - ყველაფერს რუსეთს აბრალებს
რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, ამერიკის შეერთებული შტატების შიდა საქმეებში მოსკოვის ჩარევის მცდელობის შესახებ, ტელეკომპანია CNN-ის მიერ მომზადებულ მასალას "უნიჭო სპეკტაკლი" უწოდა. ამის შესახებ ზახაროვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ტელეკომპანია CNN -მა უნიჭოდ მომზადებული მასალა გამოაქვეყნა ამერიკაში არსებულ რასობრივ პრობლემებზე, რომელიც, თურმე, რუსეთის ბრალი ყოფილა. თურმე, ამ ყველაფერს რუსეთი ტამაშის, პოკემონების (Pokemon Go) მეშვეობით ახორციელებს“, - წერს ზახაროვა Facebook-ში. ტელეკომპანია CNN-ის მიერ მომზადებულ მასალაში საუბარია რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევით სოციალურ ქსელებში აშშ-ის შესახებ FAKE NEWS-ების გავრცელებაზე. კერძოდ სოციალურ ქსელებში ამოქმედდა კამპანია Don't Shoot Us (არ გვესროლოთ), სადაც მთავარი თემა ამერიკის პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების მიმართ ძალადობაა. ამასთან, რეპორტაჟში ხაზგასმულია, რომ რუსი ჰაკერები ბოლო წლებში ამერიკელი პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელების სახელით ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ პოპულარული ინტერნეტთამაშისთვის „Pokemon Go”. პოლიციის მიერ აფროამერიკელების მკვლელობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანია Don't Shoot Us („არ გვესროლოთ) ილინოისის შტატში მცხოვრებმა ვინმე კლერკ იორკმა 2016 წლის მარტში დაარეგისტრირა. კლერკ იორკის შესახებ ინფორმაცია CNN-მა ვერ მოიპოვა, რადგან იმავე სახელითა და გვარით, ასევე დაბადების თარიღით ილინოისში არავინ ცხოვრობს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)