02:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 16:10:16, 2335 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საპასუხოდ, არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა თურქეთმაც შეაჩერა

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, ანალოგიური ქმედებით უპასუხა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ იძულებულია აშშ-ის ხელისუფლების ერთგულება თურქეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ ხელახლა შეაფასოს.

"ცოტა ხნის წინანდელი მოვლენები იძულებულს ხდის თურქეთის ხელისუფლებას, გადახედოს ურთიერთობას აშშ-ის ხელისუფლებასთან თურქეთის დიპლომატიური მისიისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვიზიტების რაოდენობა აშშ-ში ჩვენს დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში, დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ აშშ-ის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა", - ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული ზომები, ქაღალდისა და ელექტრონულ ვიზებს ეხება, აგრეთვე იმ ვიზებსაც, რომლებიც საზღვარზე გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა აშშ-მ შეაჩერა.

ცნობისთვის, მეტინ თოფუზი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას კონსტიტუციის დარღვევაში, შპიონაჟში და მთავრობის ძალისმიერი გზით გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics