|
2017-10-07 17:09:56, 2610 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე სულ მცირე 40 ადამიანი დააკავეს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე, რომლებიც რუსეთის მასშტაბით 80 ქალაქში მიმდინარეობს, სულ მცირე 40 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამარაში, ეკატერინბურგში, იაკუტსკში და სხვა ქალაქებში აქციის მონაწილეები დააკავეს, მანამდე კი ნავალნის შტაბის კოორდინატორების დაკავება მოხდა. ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმართება. აქციის მონაწილეები, ნავალნის 20 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებას და ოპოზიციონერის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირების უფლების მიცემას. მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული აქცია 14:00 საათზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედია საშუალებები დაკავებული ადამიანების განსხვავებულ რაოდენობას ასახელებენ. მაგალითად სააგენტო Delfi წერს, რომ აქციაზე სულ მცირე 80 ადამიანი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ნავალნიმ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე, მასობრივი აქციები დააანონსა. ბოლო ერთ კვირაში ნავალნი ორჯერ დააკავეს. პირველად ეს 29 სექტემბერს მოხდა, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციის ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევის გამო ის 2 ოქტომბერს უკვე 20 დღით დააპატიმრეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)